თეთრი სახლი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ისრაელის მიმართ ''დამატებით მხარდაჭერას'' აფიქსირებს.
განცხადებაში მხარდაჭერის შესახებ დამატებითი დეტალები არ არის მითითებული და ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაეცნენ სიტუაციას და ''დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში მათ ისრაელელ პარტნიორებთან''.
შეგახსნებთ, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრემიერ - მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, გუშინ ჰამასის ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.