თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის მისაღწევად. მისივე თქმით, გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი. 

სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა ორივე მხარის მიმართ გააჟღერა მოწოდება, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

"გრძელვადიანი რეგიონალური მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მოძიებით იქნება შესაძლებელი", - თქვა ერდოღანმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, 1967 წელს დასახული საზღვრების შესაბამისად, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელუხლებლობით და იერუსალიმით დედაქალაქად, ახლა "აუცილებელია, რომლის გადადება შეუძლებელია".

"რადგან სამართლიანობა დაგვიანებულია, სამწუხაროდ ამის ფასს იხდიან პალესტინელები, ისრაელები და მთელი ჩვენი რეგიონი", - განაცხადა ერდოღანმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი