ხელისუფლებას არასდროს მიუტოვებია თავისი მოქალაქე და მოქალაქეებს კაპიკი არ გადაუხდიათ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ​"ხელისუფლებას არასდროს მიუტოვებია თავისი მოქალაქე" და მოქალაქეებს "კაპიკი არ გადაუხდიათ" სამშობლოში დასაბრუნებლად. მისივე თქმით, ელოდა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციას, რომ მთავრობა ისრაელში მოქალაქეებს ყურადღებას არ აქცევს.

ისრაელში მყოფი მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ავიაბილეთების მაღალი ფასის გამო ამას ვერ ახერხებენ.

"ყველაფერს მოველოდი და ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა ყურადღებას არ აქცევს, აი, ამას ნამდვილად არ მოველოდი. ხელისუფლება არ მიატოვებს თავის მოსახლეობას. ბილეთის ფასი გაიზარდა ეს მეორე საკითხია. ხელისუფლებას არასდროს მიუტოვებია თავის მოქალაქე და მოქალაქეებს კაპიკი არ გადაუხდიათ იმაში, რომ თავის სამშობლოში დაბრუნდნენ," - თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა.

საქართველოს ხელისუფლება ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას ამ ეტაპზე არ გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ სრულდება რეგულარული რეისები და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ამ გზით დატოვონ ქვეყანა. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი