კრემლი აცხადებს, რომ ის "უკიდურესად შეშფოთებულია" კონფლიქტით ისრაელსა და ღაზაში

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარებით და მას უწოდა "დიდი საფრთხე რეგიონისთვის". მისივე თქმით, ვითარება პოტენციურად სავსეა გავრცელების საშიშროებით. 

"ზოგადად, სიტუაცია ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც იქ ხდება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სიტუაცია ესკალაციის გზაზე ვითარდება. ამ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვის დიდი რისკი არსებობს", - თქვა პესკოვმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მოიძებნოს გზები რაიმე სახის მოლაპარაკების პროცესზე გადასასვლელად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი