ევროკავშირმა პალესტინას 691 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკოისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ჰამასის ისრაელზე თავდასხმა გახდა.
"ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ გარდამტეხი მომენტია. ჩვეული საქმე არ შეიძლება იყოს. ევროკომისია გადახედავს აღნიშნულ საკითხს, როგორც პალესტინელების ყველაზე დიდი დონორი", - წერს ვარჰეი.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.