"ქართული ოცნების" ისევ ფრთხილი რეაქცია - ისრაელში საზარელი ტერორისტული აქტის შემდეგ და სამხედრო მოქმედებების ფონზე საქართველოს მთავრობა ნაკლებად აქტიურად მოქმედებს. ქვეყნის პრემიერმა და საგარეო უწყებამ მხოლოდ ონლაინ განცხადებები გაავრცელეს და ისიც ზუსტად "ქართული ოცნების" პოლიტიკის სტილში.
ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიჩნევს საჭიროდ არც უშიშროების საბჭოს მოწვევას და არც რაიმე სახის რეაგირებას. მითუმეტეს - "ქართული ოცნების" ლიდერი არ აპირებს რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა ოჩამჩირეში გრანდიოზული საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს.