ისრაელისა და "ჰამასის" ომს 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

1 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც "ჰამასის" მებრძოლმა დაჯგუფებამ ღაზიდან ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. 

ისრალის მხარის ცნობით, მინიმუმ 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს იმართებოდა. დაშავებულია 2 500 ადამიანი.

რაც შეეხება ღაზას, ორშაბათს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი 687-მდე გაიზარდა, მათ შორის 140 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობამ 3 726-ს მიაღწია - მათგან 10% ბავშვია.

ნეთანიაჰუმ ორშაბათს, სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ ისრაელის არმია თავს დაესხმება "ჰამასს" ისეთი ძალით, როგორც ეს მანამდე არასდროს მომხდარა - "რთული დღეები ჯერ კიდევ გველის წინ" - აღნიშნა მან. 

მანამდე თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება ღაზა სრულ ბლოკადაში მოექცეს, შეჩერდა ელექტროენერგიის, საკვების, წყლისა და საწვავის მიწოდება. რამდენიმე საათის შემდეგ "ჰამასის" შეარაღებული ფრთის სპიკერმა განაცხადა, რომ დაიწყებენ მშვიდობიანი მძევლების დახოცვას, თუ ისრაელი ღაზას გაფრთხილების გარეშე დაუმიზნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი