CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და საკითხის მცოდნე კიდევ ერთმა პირმა განუცხადა, რომ კატარი აწარმოებს მოლაპარაკებებს "ჰამასთან" მძევლების შესახებ, რომლებიც მებრძოლთა ჯგუფს ღაზის ტერიტორიაზე ჰყავს. ასევე, წყაროები ამბობენ, რომ აშშ კოორდინაციას უწევს კატარელებს, რადგან ისინი ასრულებენ მთავარი შუამავლოს როლს "ჰამასთან".
ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ კატარის პრემიერმინისტრი კვირას "ჰამასის" ლიდერებს შეხვდა.
"საქმეები ძალიან სწრაფად მიდის" - თქვა წყარომ.
აშშ-ს ოფიციალური პირები თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბარბარა ლიფი, დარჩნენ კავშირში კატარელებთან მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში, როდესაც ისინი "ჰამასთან" ურთიერთობდნენ.
Reuters-ს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ კატარის შუამავლები ცდილობენ მოლაპარაკებებს ისრაელის მოქალაქე ქალების და ბავშვების გასათავისუფლებლად, ისრაელის ციხეებიდან 36 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა Reuters-ს მისი მონაწილეობა შუამავლის სახით მოლაპარაკებებში "ჰამასთან" და ისრაელის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პატიმრების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.