ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობეზე, კონტროლი "მეტ-ნაკლებად" სრულად აღადგინეს - ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ სრული კონტროლი სასაზღვრო ღობეზე. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში ეს საბოლოოდ მოხდება... ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ ღაზის სექტორზე შეტევასა და საჰაერო თავდასხმებზე", - განაცხადა მან.
ვიცე-პოლკოვნიკის განმარტებით, ისრაელის ძალებმა უზრუნველყვეს საზღვრის მიმდებარე დასახლებების უსაფრთხოება და თითქმის დაასრულეს ევაკუაცია ამ მხარეში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ისრაელისა და "ჰამასის" ომს უკვე 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ: