UN: ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს 

გამოქვეყნდა:

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს.

 "გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა და 180 000 ადამიანს მიაღწია. მოსალოდნელია ამ რიცხვის ზრდა," - წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელისა და "ჰამასის" ომს უკვე 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი