ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" ისევ მწვავედ აკრიტიკებს. 18-გვერდიან დასკვნაში, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება, ევროპული ორგანო წერს, რომ რამდენიმე თვის წინ გაცემული რეკომენდაციები კვლავ არ არის შესრულებული - მათ შორის ჯერაც გადაუჭრელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის საკითხი.
"ქართული ოცნების" ოპონენტები თბილისში მიიჩნევენ, რომ ასეთი მწვავე კრიტიკა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფაქტობრივ ჩაგდებას ნიშნავს - რაც გამორიცხავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.