დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა დანიურ მაუწყებელს DR განუცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს განვითარების პროექტების დაფინანსებას პალესტინის თემებისთვის.
"მიუღებელი ქმედებები, ტერორიზმი და ყველაზე უარესი აგრესია მოხდა. ჩვენ, ბუნებრივია, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დანიის ფული ამას ირიბად არ უჭერს მხარს", - განმარტა მან.
2021-2025 წლებისთვის დანიის მთავრობამ პალესტინას ტერიტორიების განვითარებისთვის დაახლოებით 450 მილიონი კრონს დაჰპირდა, საიდანაც დაახლოებით 72 მილიონი კრონი ამ წლის ბოლომდე უნდა გამოყოფილიყო.
პალესტინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა შვედეთის განვითარების მინისტრმა, იოჰან ფორსელმაც.
"ჩვენ არ გვინდა, რომ შვედი გადასახადის გადამხდელების ფული გადავიდეს იმ სუბიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო შეხედულება აბსოლუტურად ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებშიც ისინი უარყოფენ ტერორიზმს. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და არ შეჩერდება ამ გადაწყვეტილების შედეგად", - თქვა ფორსელმა.
პალესტინისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მანამდე გერმანიამ და ავსტრიამაც გამოაცხადეს. პალესტინას ფულადი დახმარება შეუწყვიტა ევროკავშირმაც.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.