"აშკარა ბოროტების აქტი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
ამბობს, რომ ისრაელის მოსახლეობა განიცდის "ნამდვილ ბოროტებას ჰამასის ტერორისტული ჯგუფის სისხლიანი ხელებისგან. ჯგუფისგან, რომლის არსებობის გაცხადებული მიზანიც ებრაელთა დახოცვაა".
დღესვე, ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელში აშშ-ის სულ მცირე 14 მოქალაქე დაიღუპა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.