
მინსკის აეროპორტში რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი დაეშვა და მალევე უკან გაფრინდა.
Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავს მთავრობის წევრები და დაზვერვის წარმომადგენლები იყენებენ.
ბელარუსში აქციების დარბევას უკვე მე -4-ე ადამიანი ემსხვერპლა. 43 წლის მოქალაქეს ჭრილობა, 11 აგვისტოს ბრესტში აქციის დარბევის დროს თავის არეში ცეცხლსასროლით იარაღით მიაყენეს.
ბელარუსის პრეზიდენტი კი დასავლეთს აქციების დაფინანსებასა და ოპოზიციის მიერ, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის დახმარებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოსვლები დაიწყო. ხალხი არჩევნების შედგების გაუქმებას და ლუკაშენკოს მთავრობის გადადგომას ითხოვს.