გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "ჰამასის" წევრების წინაარმდეგ სავარაუდო მკვლელობის, განზრახ მკვლელობისა და მძევლების აყვანის ბრალდებით. ისრაელზე თავდასხმის შემდეგ "ჰამასმა" მძევლები აიყვანა, რომელთა შორისაც გერმანიის მოქალაქეებიც არიან.
გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, პროკურორები იძულებულნი არიან გამოიძიონ საეჭვო დანაშაულები საზღვარგარეთ, თუ მათში მონაწილეები გერმანიის მოქალაქეები არიან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ გერმანიის მოქალაქეები იყვნენ "ჰამასის" მიერ გატაცებულთა შორის, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.
"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ისრაელთან გატაცებულთა და დაკარგულებთან დაკავშირებით", - განცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
გაზეთმა Bild-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია გამოძიების შესახებ და განაცხადა, რომ გატაცებულთა ოჯახებმა დახმარებისთვის მიმართეს გერმანიის მთავრობას.