მამუკა ხაზარაძე კობახიძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს | ადვოკატმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პატივის, ღირსებია და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. სარჩელი საქალაქო სასამართლოში ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ შეიტანა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ 10 სექტემბერს კობახიძემ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და ამტკიცებდა, რომ თითქოს ხაზარაძე ბიზნესის რეკეტით იყო დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში.

"ლელოს" მოთხოვნაა, რომ ქართული ოცნების ლიდერმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს და აღიაროს, რომ მოიტყუა.

"ჩვენთან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბატონი ირაკლი კობახიძისაგან ამ  მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან თითქოს ფულის გათეთრებაზე, ახლა რეკეტში მონაწილეობის ბრალდებები, ამიტომ ჩვენ მივყვებით სასამართლოს გზით ამ ყველაფერს და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს", - ამბობს კორძაძე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი