ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს "ქართული ოცნებიდან".
ამ თემაზე მან პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელშიც ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ექსპერტები და ქართული კვლევითი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. დისკუსია სახელწოდებით
გუშინ გაიმართა.
"ფარცხალაძე არის დაახლოებული პირი ახლანდელ გენერალურ პროკურორთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ ესე სანქციები მათვის უფრო ახლოვდება. მას წინ უძღოდა მოსამართლეების დასანქცირებაც, ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. ამავდროულად, პრემიერმინისტრი პეკინში ვიზიტისას საუბრობდა ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე. ამის პარალელურად კი, ვხედავთ თავდასხმებს აშშ-ზე, კონკრეტულად აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რაც არის გაუგონარი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან.
ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავთ მიმართულებას, რომლითაც ქართულ ოცნებას მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ ასევე, მოხიბლული ვარ ქართველი ხალხით, რომელიც ძალიან პროევროპული, პროდემოკრატიული და ასევე, უკრაინის მხარდამჭერია. მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს ქართული ოცნებიდან", - თქვა დევიდ კრამერმა.
გარი კასპაროვმა, "ადამიანის უფლებების ფონდის" თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველო ბელარუსის მიმართულებით მიდის, რადგან გვყავს დიქტატორი.
"ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორი, რომელმაც შექმნა სანქციებისთვის თავის არიდების ქსელი. ის თანამშრომლობს რუს ოლიგარქებთან და მე არ მესმის რატომ არ არის ის სანქცირებულთა სიაში", - აღნიშნა მან.