რუსეთისგან დატყვევებული - ამ სახელწოდების დისკუსია გაიმართა ბრიუსელში საქართველოს შესახებ. ევროპელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ქართველი სპეციალისტები ერთად მსჯელობდნენ კრემლის როლზე საქართველოს პოლიტიკაში. დისკუსიის მსვლელობისას არაერთხელ დაფიქსირდა მოსაზრება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ფაქტობრივად მოსკოვის ტყვეობაშია და პირდაპირ არის ჩართული კრემლის პროპაგანდაში. ბრიუსელში გაკეთდა განცხადებები ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებაც - ოთარ ფარცხალაძე არ იქნება ბოლო, ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები.