"აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელს მეორე ავიამზიდი გაუგზავნოს" | კირბი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელს მეორე ავიამზიდი გაუგზავნოს და ამით კიდევ ერთხელ გამოხატოს მათ მიმართ მხარდაჭერა. 

"ის, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება საჭიროების შემთხვევაში", - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი.

კირბი ასევე ამბობს, რომ აშშ "შეშფოთებულია" ჰესბოლას სარაკეტო თავდასხმებით ჩრდილოეთ ისრაელზე: "ჩვენ ვაკვირდებოდით ზოგიერთ სარაკეტო თავდახმას, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანიდან მოდიოდა და ის აშკარად აშკარად ჰეზბოლას მხრიდან ხორციელდებოდა".

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი