ოფიციალური პირის ცნობით, ბლინკენი პარასკევს პალესტინის პრეზიდენტს შეხვდება

გამოქვეყნდა:

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივნის, ჰუსეინ ალ-შეიხის თქმით, პალესტინის პრეზიდენტი პარასკევს შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

ბლინკენი, სავარაუდოდ, უკვე რამდენიმე საათში ჩავა ისრაელში, რათა გამოხატოს ქვეყნისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერა "ჰამასის" თავდასხმების ფონზე. 

მანამდე ჰუსეინ ალ-შეიხმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ხუთშაბათს შეხვდება იორდანიის მეფე აბდულას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი