ჩემთვის ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი, პრემიერმინისტრ ორბანს გაუმარჯოს | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი წინანდალში, სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა.

ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღარიბაშვილმა ორბანი ადღეგრძელა თქვა, რომ მისთვის ის არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი.

"ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო.

იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან.

ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის.

პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს! - თქვა ღარიბაშვილმა.

საპასუხოდ პრემიერმინისტრმა ორბანმა ღარიბაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხდა და თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს.

"ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის.

ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის", - თქვა ორბანმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი