ხუთშაბათს ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე 1 203 პალესტინელი დაიღუპა და 5 763 დაშავდა მას შემდეგ, რაც შაბათს ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო.
ხუთშაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ "ახორციელებენ ფართომასშტაბიან დარტყმას" "ჰამასის" ობიექტებზე ღაზაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო ცნობებით, ისრაელის დაბომბვის დაწყების შემდეგ იქ 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. "ჰამასს" აყვანილი ჰყავს 150-მდე მძევალი.