დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად ახლო აღმოსავლეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს, ხმელთაშუა ზღვაში კი სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს განათავსებს, - ინფორმაციას ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი რეგიონში სტაბილურობის საფრთხეების თვალყურის დევნებაა - მათ შორის, ისინი დააკვირდებიან ტერირისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემას. დიდი ბრიტანეთი ისრაელის თავზე სათვალთვალო ფრენებსაც განახორციელებს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.