"ეს ჩვენი სახლისთვის ბრძოლაა და ის "ჰამასის" განადგურებით უნდა დასრულდეს", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს. ამბობს, რომ რთულია, ისრაელში იპოვო ვინმე, რომელიც არ იცნობს ადამიანს, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
"ეს ჩვენი სახლისთვის ბრძოლაა და ის "ჰამასის" განადგურებითა და ლიკვიდაციით უნდა დასრულდეს. ებრაელმა ხალხმა ბნელ გამოწვევებს გაუძლო, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ერმა, მაგრამ ჩვენ არასდროს დავნებებულვართ. ებრაელი ხალხისთვის ეს ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე საშინელი დღე იყო. ძველი იქნება, იპოვოთ ვინმე, ვინც არ იცნობს ადამიანებს, რომლებმაც "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის დროს საყვარელი ადამიანები დაკარგეს", - ამბობს ნეთანიაჰუ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.