ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელიდან იორდანიაში ჩავიდა, სადაც მეფე აბდულა II-ს და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდება.

როგორც მდივანმა გუშინ განაცხადა, იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ეწვევა.

"ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და "ჰამასზე" მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად," - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი