ღაზის სექტორში 423 0000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია | UN

გამოქვეყნდა:

გაეროს ცნობით, ისრაელისა და "ჰამასის" ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 423 000-ს აჭარბებს და ეს მაჩვენებელი ალყაში მოქცეული სანაპირო ანკლავის მოსახლეობის 20%-ზე მეტია.

როგორც გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, იძულებით გადაადგილებულთა 2/3-ზე მეტი თავს სკოლებს აფარებს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი