ისრაელში ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ჩავლენ

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაცია ევროკომისიამ ხუთშაბათს გაავრცელა. 

ისინი შეხვდებიან ისრაელის ოფიციალურ პირებს და სოლიდარობას გამოუცხადებენ "ჰამასის" თავდასხმების მსხვერპლებს.

ბოლო ცნობებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 300 ადამიანი დაიღუპა. 150-მდე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი