14 ოქტომბერი უქმე დღეა | საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტზე ორშაბათს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს, ორშაბათს გახდება ცნობილი. კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა სასამართლოს 14 ოქტომბერს, უქმე დღეს, ეწურება, ამიტომ ვერდიქტის გამოტანის თარიღი ორშაბათამდე გადაიწია.

მოსამართლე ევა გოცირიძემ გადაწყვეტილების პროექტი უკვე მოამზადა, რომელიც სხვა მოსამართლეებსაც გადაეგზავნა და რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

"დარეგისტრირდა 14-ში, გადაეცა პლენუმს 15-ში, ბოლო თარიღი გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნისა ეს არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ანუ ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი", - თქვა ტურავამ.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა დადასტურდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი