არის შემთხვევები, სადაც წარმატებას ვერ მივაღწიეთ | კობახიძე ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლებას აქვს არაერთი წარმატებული მაგალითი," როდესაც მოახერხა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. თუმცა, კობახიძის თქმით, არის შემთხვევები, სადაც წარმატებას ვერ მიაღწიეს. ჟურნალისტებმა მას ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

"თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს არაერთი წარმატებული მაგალითი, როდესაც მოახერხა ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. თუმცა, არის შემთხვევები, სადაც წარმატებას ვერ მივაღწიეთ, არაფერი სიგნალი ეს არ არის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ასეთი ადამიანი გათავისუფლდეს. სირთულეები დარჩება, ბუნებრივია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა შესუსტდეს. არავითარ შემთხვევაში არ შესუსტდება," - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკვე 3 წელია, რაც ირაკლი ბებუა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ბებუას ბიძაშვილი, თამუნა ბებუა "მთავარ არხთან" ამბობს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა. მისივე თქმით, ირაკლის გასათავისუფლებლად, რეალურად, არაფერი კეთდება და სახელმწიფო ამ პროცესში სათანადოდ არ არის ჩართული.

ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი გათავისუფლდება ციხიდან. თუმცა, როგორც Эхо Кавказа-ს ე.წ.-მა დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა, ამნისტია ბებუას არ შეეხება. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი