აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდა. შეხვედრაზე მათ ისრაელში განვითარებული მოვლენები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.
ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბლინკენმა მოლაპარაკებები გამართა იორდანიის მეფესთან, აბდულა მეორესთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ "ჰამასი" არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას".
ბლინკენმა და მეფე აბდულამ ასევე განიხილეს "ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ატარებს ლეგიტიმურ უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, მანამდე, სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეხვდა.
ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარშიც ჩავა.