ჯერ საქართველომ დატოვა ჩვენი კავშირი, უკრაინა ჩვენთან არაა, კითხვებია მოლდოვაზე | ლუკაშენკო დსთ-ს სამიტზე

გამოქვეყნდა:

ბიშკეკი, ყირგიზეთის დედაქალაქში გამართულ დსთ-ს სამიტზე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ დასავლეთი არ წყვეტს მცდელობებს დსთ-ის ქვეყნები "დაასუსტოს სხვადასხვა მიმართულებით" და დაუმორჩილოს ისინი თავის ინტერესებს. 

მანაც გაიხსენა, რომ საქართველომ დატოვა კავშირი, მისივე თქმით, სომხეთი ყოველთვის ისე არ იქცვეა, როგორც პარტნიორი.

"ჯერ საქართველომ დატოვა ჩვენი კავშირი. დე ფაქტო უკრაინა ჩვენთან არ არის. დიდი კითხვები მოლდოვას შესახებ. სამწუხაროდ, სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა", - თქვა ლუკაშენკომ.

მან თანამოაზრე ქვეყნებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ძალას სცემენ პატივს. ამასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ ასევე გაიხსენა საბჭოთა კავშირი, როდესაც "მისი ყველას ეშინოდა". იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი