ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მოკლეს ჰამასის კიდევ ერთი მეთაური, რომელიც გასულ კვირას ტერორისტების ისრაელზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
IDF-ს ინფორმაციით, დრონით მიტანილი იერიშის შედეგად, მოკლულია ალი ქადი, რომელიც ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფში ასეულის მეთაური იყო.
უწყების თქმით, ქადი ისრაელში 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო პატიმრების გაცვლის ფარგლებში ღაზის სექტორს 2001 წელს გადასცეს.
ცნობისთვის, მანამდე IDF-ში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში, ღამით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების მეთაური, აბუ მურადი, მოკლეს.