
შალვა შავგულიძემ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა. მან ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის ოპოზიციის კანდიდატმა, ბრიფინგზე გააკეთა განცხადება. შავგულიძე ამბობს, რომ პარტიაში არაჯანსაღი ვითარებაა და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
“საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “თავისუფალი დემოკრატები. ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა” - ამბობს შავგულიძე.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" 3 აგვისტოს ლევან სამუშიამაც დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა.
სამუშია რამდენიმე დღეში "ლელოში" გაწევრიანდა.