ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტი დაბომბა | სირიის პროსამთავრობო მედია

გამოქვეყნდა:

სირიის პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ისრაელმა ალეპოს აეროპორტი დაბომბა. მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად ასაფრენი ბილიკი დაზიანდა და მუშაობა შეწყდა.

აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათის აღდგენილი იყო, რადგან მანამდე, მსგავსი იერიშის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ინფორმაცია ალეპოს აეროპორტზე თავდასხმის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცოტა ხნით ადრე სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს.

შეგახსენებთ, სირიის სახელმწიფო მედიამ 12 ოქტომბერსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტები დაბომბა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი