ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.

"აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი