"ჩვენ დავანგრევთ ჰამასს" | ნეთანიაჰუმ საგანგებო ომის მთავრობის პირველი შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნა

გამოქვეყნდა:

"ჰამასი ფიქრობდა, რომ ეს ჩვენ გაგვტეხდა, მაგრამ ჩვენ დავანგრევთ ჰამასს", - ამის შესახებ ისრაელის პრემერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საგანგებო ომი მთავრობის პირველი შეხვედრის დაწყებისას საუბრობს.

ნეთანიაჰუმ სხდომა წუთიერი დუმილით გახსნა, შემდეგ კი განაცხადა, რომ სხდომას ეროვნული ერთიანობის პარტიის ხუთი წევრი: ბენი განცი, გადი ეიზენკოტი, ჩილი ტროპერი, გედეონ საარი და იფატ შაშა-ბიტონი ესწრება.

ჰამასი ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვტეხდა... ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს.  ჩვენ ვმუშაობთ როგორც გუნდი, ერთიანი ფრონტით. ჩვენი ერთობა მკაფიო გზავნილს გადასცემს ხალხს, მტერს და მსოფლიოს. მე შევხვდი დიდებულ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. მათ იციან, რომ მათ უკან მთელი ერი დგას. მათ ესმით მათ წინაშე არსებული ამოცანის დიდი მნიშვნელობა. ისინი მზად არიან იმოქმედონ ნებისმიერ მომენტში, გაანადგურონ სისხლიანი ურჩხულები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ოპოზიციონერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე 11 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი