დემოკრატიული მმართველობა თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ ოპონენტებმა ერთად იმუშაონ ქვეყნის და საკუთარი თემის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომაცაა დემოკრატიულ მმართველობაში პოლიტიკური კოალიციები ასეთი ხშირი და მეორეს მხრივ, ასეთი კოალიციების არსებობა ამიტომაცაა სასიცოცხლო საფრთხე ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებებისთვის. კოალიციური მმართველობის პრაქტიკა საქართველოს უახლეს ისტორიაში არასდროს გვქონია. თუმცა, ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკური კულტურის განვითარების შემდეგი ეტაპი ეს უნდა იყოს. თენგო გოგოტიშვილმა თვითმმართველობის ქართული და ევროპული მოდელების გაანალიზა და კოალიციური მმართველობის საჭიროებაზეც დაფიქრდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი