ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაშავებული 369 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაშია. მათივე ცნობით, მათგან 90-ის მდგომარეობა მძიმეა, 191-ის საშუალო სიმძიმის, 89-ის კი მსუბუქი.
ცნობილია, რომ 7 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 3 842 დაშავებული გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.