დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა | საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა - საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჯაროებს. 

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, ის პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად "ოოცნებას" 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება, ამ დროისთვის კი მას 88 ხმა აქვს. 

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. ენმ-ის ფრაქცია კი კენჭისყრის დღეს, საერთოდ არ აპირებს სასესიო დარბაზში შესვლას და იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს კოლეგა ოპოზიციონერებსაც. 

მანამდე კი, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა - საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა - პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იხსენებდნენ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს, რა დროსაც ის საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად  გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა. 

"ოცნებას" 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, პრეზიდენტს კი იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში არ ჩასულა სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია." 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი