"ჩვენ მოვიგეთ დემოკრატია, ჩვენი საყვარელი თავისუფალი პოლონეთი", - ასე მიმართავს ვარშავაში შეკრებილ მხარდამჭერებს პოლონეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, რომლის კოალიციაც, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის "კანონი და სამართლიანობა" მთავარი კონკურენტია.
ტუსკი საზოგადოების წინაშე კენჭსყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა.
"ეს ბოროტი დროების დასასრულია! ჩვენ ეს გავაკეთეთ!.. ჩვენ მოვიგეთ დემოკრატია, მოვიგეთ თავისუფლება, მოვიგეთ ჩვენი საყვარელი თავისუფალი პოლონეთი... ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც პოლონეთის აღორძინების ნათელი დღე", - ამბობს ტუსკი.
ეგზიტპოლების შედეგები კი ასეთია:
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ხმის მიცემის უფლებით 18 წელზე უფროსი ასაკის 29 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. მათ ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 წევრი და სენატის 100 წევრი 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ.
პოლონეთის მასშტაბით 31 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 15 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 21:00 საათზე დაიხურა.
იხილეთ ასევე: