განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News

გამოქვეყნდა:

Sky News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკა და ისრაელი განიხილავენ პრეზიდენ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობას.

წყარო მედიას ეუბნება, რომ ვიზიტი ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევით შედგება.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა თელ-ავივში და დაარწმუნა ისრაელის პრემიერმინისტრი ვაშინგტონის მხარდაჭერაში. ბლინკენმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს. 

13 ოქტომბერს ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, შემდეგ კი კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი