EU უმკაცრესად გმობს "ჰამასს" და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით | ევროპული საბჭო

გამოქვეყნდა:

​ევროპული საბჭოს წევრებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც, მათი თქმით, ევროკავშირის საერთო პოზიციაა ასახული.

"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ჰამასს და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულების გამო. ტერორს გამართლება არ აქვს. მოვუწოდებთ ჰამასს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე და ზომები მიიღოს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობრივი თავდასხმების ფონზე, ისრაელს აქვს უფლება თავი  ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაიცვას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი