ბაიდენის თქმით, ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია "დიდი შეცდომა" იქნებოდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია "დიდი შეცდომა" იქნებოდა. ამის შესახებ მან CBS-ის "60 Minutes"-თან ინტერვიუში ისაუბრა და მოუწოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს საკვების, წყლისა და გაზის დეფიციტის შესამსუბუქებლად.

"ის, რაც ღაზაში მოხდა, ჩემი აზრით, არის ჰამასი და ჰამასის უკიდურესი ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მიაჩნია, რომ "ჰამასი" მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, "მაგრამ უნდა არსებობდეს პალესტინის ხელისუფლება. უნდა არსებობდეს გზა პალესტინის სახელმწიფომდე". 

მოგვიანებით გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელს არ აქვს ღაზის ოკუპაციის ინტერესი, მაგრამ გააკეთებს "რაც საჭიროა" "ჰამასის" აღმოსაფხვრელად. 

"ჩვენ არ გვაქვს ინტერესი ღაზას ოკუპაციის ან ღაზაში დარჩენის, მაგრამ რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი გადარჩენისთვის და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა [ბაიდენმა] განმარტა, არის ჰამასის განადგურება, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები", - თქვა CNN-თან ელჩმა.

ცნობილია, რომ ისრაელი ემზადება ახალი ეტაპისთვის, რომლის დროსაც იქნება უფრო მეტი დარტყმა და "მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი