6 ხმა 3-ის წინააღმდეგ | საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება და პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს - სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონი. ორკვირიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლეთა 9-წევრიანმა პლენუმმა 6-ით სამის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო წარდგინებას მხარი დაუჭირა.

არავის, ვინც სასამართლოსგან პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებას მოელოდა, არ გაკვირვებია ეს შედეგი. მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაც კი აჩვენებს, რომ პრეზიდენტის დადანაშულების გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეები სწორედ პოლიტიკური მსოფლმხედველობით ხელმძღვანელობდნენ და არა იურიდიული ნორმებით.

ანუ 9-დან პრეზიდენტის წარდგენილმა სამმა მოსამართლემ ქვეყნის მეთაურის წინააღმდეგ ხმა არ მისცა. "ქართული ოცნების" ლობირებით დანიშნულმა 6-მა მოსამართლემ კი მმართველი პარტიის პოზიცია გაიზიარა. ამით იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია. სალომე ზურაბიშვილის გადაყენება ახლა წმინდად პოლიტიკურ საკითხად იქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი