შეცდომა იქნება, თუ „ენმ“ გიორგი ვაშაძეს ისანში კანდიდატურას დაუყენებს - კაპანაძე

გამოქვეყნდა:

„ევროპული საქართველოში“ თვლიან, რომ "ენმ"-ს მხრიდან, ისანში, გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენება შეცდომა იქნება.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ერთიანი კანდიდატების ხელისუფლების პირველივე ტურში დასამარცხებლად მნიშვნელოვანია.

"თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ ამ შეთანხმებას შეუქმნას საფრთხე ერთ-ერთ კონკრეტულ ოლქში, მაგალითად, ისანში, ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აზრით, ეს იქნება შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შეთანხმებების დარღვევის დრო არ არის. ახლა არის დრო უფრო მეტი კოორდინაციის, თუ შესაძლებელია, მათ შორის სხვა ოლქებშიც. თუმცა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და ისეთი რამე შევაფასო, რაც ჯერ არ მომხდარა“ - ამბობს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ვაშაძეს ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, ისნის მაჟორიტარულ ოლქში, სხვა კანდიდატი დაუყენოს.

თავის მხრივ, შეთანხმების დარღვევაში ვაშაძე "ენმ"- ს სდებს ბრალს და კონკურენტის დაყენების შემთხვევაში მისი დამარცხებაში დარწმუნებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი