"სიმართლე გითხრათ, დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა. თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი არ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ, გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ნდობას იმსახურებდა. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს"
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას ისაუბრა.