"ბაიდენის ისრაელში ვიზიტს მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება" | ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს, მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება.

"ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ს უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ“, - თქვა ჰაგარიმ.

მისივე თქმით, ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი