"ჰამასმა" მძევლების პირველ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ 200-დან 250-მდე ტყვე ჰყავთ

გამოქვეყნდა:

"ჰამასის" შეიარაღებულმა ფრთამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მძევლადაა აყვანილი.

ეს არის "ჰამასის"' მიერ გავრცელებულ მძევლების პირველი ვიდეო მას შემდეგ, რაც ისინი თავს დაესხნენ ისრაელს 7 ოქტომბერს. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი სახელია მაია სემი, ის არის 21 წლის და შოჰამიდან, ისრაელიდან.

ვიდეოში შედის კადრები, სადაც ქალი მკურნალობს ხელის ტრავმის გამო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ მაია გაიტაცა "ჰამასმა" და განაცხადა, რომ ისინი კავშირში არიან მის ოჯახთან. 

"ამ დროისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას ყველა მძევლის დასაბრუნებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელმა დაადასტურა, რომ სულ მცირე 199 მძევალია ღაზის სექტორში. "ჰამასის" სამხედრო ფრთის წარმომადგენლის თქმით, ანკლავში "დაახლოებით 200-დან 250-მდე" ისრაელელი ტყვეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი