ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. ბაიდენი პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს მოლაპარაკებებს. 

ბაიდენი კვლავ დაადასტურებს ისრაელის მიმართ სოლიდარობას, მაშინ, როცა ქვეყანა ემზადება ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. 

ცნობისთვის, რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ ენტონი ბლინკენი გუშინ ისრაელში დაბრუნდა და პრემიერთან და სხვა მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკება გამართა, სადაც განიხილეს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გახსნა და საპასუხო თავდასხმების მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის თავიდან არიდება. 

შვიდსაათზე მეტი ხნის მოლაპარაკების შემდეგ ბაიდენის მოგზაურობის გამოცხადებისას, ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი "შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავონ გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ჰუმანიტარულ დახმარებას დონორი ქვეყნებისა და მრავალმხრივი ორგანიზაციებისგან მიაღწიოს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას". 

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე გაემგზავრება იორდანიაში, სადაც შეხვდება მეფე აბდულა II-ს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი