პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში 2-დღიანი ვიზიტით ჩავიდა. 

ის ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის - "ერთი სარტყელი - ერთი გზის," ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ТАСС-ის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, პუტინი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.

დაგეგმილია მოლაპარაკებები ვიეტნამის პრეზიდენტთან, ტაილანდის სამეფოს პრემიერმინისტრთან, მონღოლეთის პრეზიდენტთან და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი